Saturday, April 8, 2017

პროექტის მეცხრე დღე

         ტრენინგზე გავიმეორეთ განვლილი მასალა. მოვისმინეთ თითოეული მონაწილე პედაგოგის პროექტის პრეზენტაცია.თითოეული პტოექტი თავის მხრივ იყო საინტერესო და პრობლემებზე ორიენტირებული.
პტოექტებით სწავლების ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი. ამ ტრენინგზე ვისწავლე  პროექტის გეგმის შედგენა, პორტფოლიოს შექმნა, ბლოგის შექმნა, გაჯეტების შექმნა და ვიდეოებისა და სურათების  დამატება. ასევე მნიშვნელოვანი იყო საავტორო უფლებების დაცვის გამოყენება, რადგან მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ საავტორო უფლებების დაცვა.
   ამ ტრენინგზე შეძენილი გამოცდილება, გაანსაკუთრებით დამეხმარება საგაკვეთილო პროცესის უკეთ დაგეგმვასა და წარმართვაში.ტრენინგით ვარ ძალიან კმაყოფილი.
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის არაჩვეულებრივი ტრენინგის ჩატარებისათვის.
             

Saturday, April 1, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგი კვლავ წინა მასალის გამეორებით დავიწყეთ. გავიხსენეთ პროექტის გეგმა. გავიხსენეთ მრავალმხრივი ინტელექტის თეორია და ამ თეორიაზე დაყრდნობით ვისწავლეთ თუ როგორ გაუადვილოთ სწავლის პროცესი და როგორ ჩავრთოთ ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე მოსწავლე სწავლის პროცესში.

Sunday, March 26, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

როგორც ყოველთვის ტრენინგი დავიწყრთ გამეორებით. ვისწავლეთ მოსწავლის მიერ პრეზენთაციის შექმნა პოვენთპოიტში, გადავხედეთ პროექტის გეგმებს და გავეცანით შეფასების რუბრიკებს. დღე იყო შრომატევადი და ნაყოფიერი

Saturday, March 25, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

როგორც ყოველთვის ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა, ინტერნეტში მოძიებული მასალის მისამართის მითითება.ვისწავლეთ ერთმანეთის ბლიგის დათვალიერება და კომენტარის გაკეთება. შევქმენით მოსწავლის ბლოგი, ჩავსვით სურათები.ვისწავლეტ გაჯეტის შექმნა და რედაქტირება.

Sunday, March 19, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

როგორც ყოველთვის ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით. გავაგრძელეთ პროექტზე მუშაობა. ვისწავლეთ დროში გაწერილი  შეფასების გეგმის შედგენა. შევისწავლეთ პოვერპოინტში პროექტის შედგენა. გავარჩიეთ ბლოგის მენიუ.

Saturday, March 18, 2017

ტრენინგის მესამე დღე

გავლილი მასალის გამეორების შემდეგ შევისწავლეთ, როგორ ხდება პროექტის გეგმის შედგენა, სტანდარტის დადგენა, პროექტის მიზნების განსაზღვრა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამოყენებით. ვისწავლეთ მიზნის განსაზღვრისთვის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება.

Sunday, March 12, 2017

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ წინა დღის შესწავლილი მასალის გამეორებით.გადავხედეთ შექმნილ საქაღალდეებს და მათში შენახულ დოკუმენტებს. შემდეგ დავასახელეთ ჩვენს მიერ მოფიქრებული პროექტის სათაური, იდეა და მოკლე მონახაზი. შევისწავლეთ ბიკლეტების დამზადება.