Saturday, April 8, 2017

პროექტის მეცხრე დღე

         ტრენინგზე გავიმეორეთ განვლილი მასალა. მოვისმინეთ თითოეული მონაწილე პედაგოგის პროექტის პრეზენტაცია.თითოეული პტოექტი თავის მხრივ იყო საინტერესო და პრობლემებზე ორიენტირებული.
პტოექტებით სწავლების ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი. ამ ტრენინგზე ვისწავლე  პროექტის გეგმის შედგენა, პორტფოლიოს შექმნა, ბლოგის შექმნა, გაჯეტების შექმნა და ვიდეოებისა და სურათების  დამატება. ასევე მნიშვნელოვანი იყო საავტორო უფლებების დაცვის გამოყენება, რადგან მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ საავტორო უფლებების დაცვა.
   ამ ტრენინგზე შეძენილი გამოცდილება, გაანსაკუთრებით დამეხმარება საგაკვეთილო პროცესის უკეთ დაგეგმვასა და წარმართვაში.ტრენინგით ვარ ძალიან კმაყოფილი.
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის არაჩვეულებრივი ტრენინგის ჩატარებისათვის.
             

2 comments:

  1. ქალბატონო თამარ ძალიან მომეწონა თქვენი პროექტის პრეზენტაცია, თემა ძალზე აქტუალურია, ეკოლოგიური პრობლემაა ვფიქრობ პროექტის განხორციელება წარმატების მომტანი იქნება თქვენთვის და თქვენი მოსწავლეებისთვის.

    ReplyDelete
  2. ქ-ნო თამარ, ყურადღებით მოვისმინე თქვენი პრეზენტაცია და ძალიან შევშფოთდი, მსოფლიო გარემოს დაბინძურების დიდი საშიშროების წინ დგას. თქვენი ნაამბობიდან გავიგე, რომ მჟავიანობის მომატება უარყოფითად მოქმედებს როგორც მცენარეულ, ისე ცხოველთა სამყაროზე,
    რომ ჰაერის დაბინძურებას ტყის მასივზეც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა, რის შედეგადაც შეინიშნება ტყის მასივების შემცირების ტენდენცია.ვიზიარებ პრობლემის თქვენეულ გადაწყვეტას და გისურვებთ შემდგომ წარამატებებს.

    ReplyDelete