Saturday, April 8, 2017

პროექტის მეცხრე დღე

         ტრენინგზე გავიმეორეთ განვლილი მასალა. მოვისმინეთ თითოეული მონაწილე პედაგოგის პროექტის პრეზენტაცია.თითოეული პტოექტი თავის მხრივ იყო საინტერესო და პრობლემებზე ორიენტირებული.
პტოექტებით სწავლების ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი. ამ ტრენინგზე ვისწავლე  პროექტის გეგმის შედგენა, პორტფოლიოს შექმნა, ბლოგის შექმნა, გაჯეტების შექმნა და ვიდეოებისა და სურათების  დამატება. ასევე მნიშვნელოვანი იყო საავტორო უფლებების დაცვის გამოყენება, რადგან მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ საავტორო უფლებების დაცვა.
   ამ ტრენინგზე შეძენილი გამოცდილება, გაანსაკუთრებით დამეხმარება საგაკვეთილო პროცესის უკეთ დაგეგმვასა და წარმართვაში.ტრენინგით ვარ ძალიან კმაყოფილი.
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის არაჩვეულებრივი ტრენინგის ჩატარებისათვის.
             

Saturday, April 1, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგი კვლავ წინა მასალის გამეორებით დავიწყეთ. გავიხსენეთ პროექტის გეგმა. გავიხსენეთ მრავალმხრივი ინტელექტის თეორია და ამ თეორიაზე დაყრდნობით ვისწავლეთ თუ როგორ გაუადვილოთ სწავლის პროცესი და როგორ ჩავრთოთ ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე მოსწავლე სწავლის პროცესში.